Here are the main activities of the Center of Young Scholars “Antiquities of Georgia”: 1. To reveal and study Georgian antiquities (Georgian manuscripts, Georgian inscriptions, historical documents in stone, etc; 2. To publish newly acquired materials, supplied with up-to-date apparatus criticus in local and foreign journals; 3. To promote unknown accounts from history of Georgia, and to hold expeditions both in Georgia and abroad. The members of the institution successfully solve the above problems. They have revealed significant inscriptions as e.g. a) An unknown inscription by Ruvistaveli Bishop of IX-X cc., b) Construction inscription (1180-1210) by Rati Surameli, eristavt-eristavi during the reign of Queen Tamar, c) Construction inscription of XV-XVI cc. with mentioning of an unknown mechurchletukhutsesi Giorgi Gaganidze, etc. The above-mentioned and other inscriptions have been studied by historical and source study methods. Their majority was published. Members of the institution also work on Georgian manuscripts. They have made descriptions and have studied Georgian manuscripts preserved both in Georgia and abroad.

ახალგაზრდა მეცნიერთა ცენტრ საქართველოს სიძველენის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს: ა) საქართველოს სიძველეების (ქართული ხელნაწერების, ქართული წარწერების, ქართული დიპლომატიკური ძეგლების და სხვ.) გამოვლენა-შესწავლა. ბ) ახლად მიკვლეული მასალის გამოქვეყნება თანამედროვე სამეცნიერო აკადემიური აპარატით  როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში; გ) საქართველოს ისტორიის დღემდე უცნობი ფაქტების წარმოჩენა.საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციების მოწყობა.

ორგანიზაციის წევრები  ზემოთ ჩამოთვლილ ამოცანებს წარმატებით ართმევენ თავს. მათ მიერ გამოვლინდა ისეთი მნიშვნელოვანი წარწერები, როგორებიცაა: ა) IX-X საუკუნეების რუვისთაველის უცნობი საქტიტორო წარწერა; ბ) X-XI საუკუნეების ქართული ეპიგრაფიკის დიპლომატიკური წარწერა დღემდე უცნობი საგვარეულოს ალმაოტისძეების მოხსენიებით; გ) 1180-1210-იანი წლების თამარ მეფის ერისთავთ-ერისთავის რატის სურამელის სააღმშენებლო წარწერა; დ) XV-XVI საუკუნეების სურამის ციხის ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა დღემდე უცნობი მეჭურჭლეთუხუცესის გიორგი ღაღანიძისა და მისი მეუღლის თამარ ქუაბულიძის მოხსენიებით და სხვ. წარწერები შესწავლილ იქნა ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით, რომელთა უმეტესობაც გამოქვეყნებულია. ორგანიზაციის წევრები ასევე ნაყოფიერად მუშაობენ ქართულ ხელნაწერებზე. მათ მიერ აღწერილია და დამუშავებულია არა მარტო საქართველოს, არამედ მის ფარგლებს გარეთ დაცული ქართული ხელნაწერები (ათონის ივირონის მონასტრის ხელნაწერები, სინას მთის წმ. ეკატერინეს ხელნაწერები და სხვ.).